რეგიონები
ასწლოვანი ტიტას ხე უკან ხმელეთზე დააბრუნეს
ასწლოვანი ტიტას ხე, რომელიც მახინჯაურში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში წყალში იყო გაჩერებული, უკან ხმელეთზე დააბრუნეს.
ხის გადატანის დროს კომპანია ,,გზას,’’ ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ბარჯა ნახევრად ჩაიძირა და ამის გამო ხის უკან, სანაპიროზე დაბრუნება მოუხდათ.
კომპანიის იურისტი არჩილ ბასილაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამართულმა აქციამ სამუშაოები მნიშვნელოვნად შეაფერხა.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.
,,გასვლისათვის სათანადო მომზადება ვერ განხორციელდა. დღეს შტორმია მოსალოდნელი და იძულებული ვართ, რომ ბარჟა დავცალოთ. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გუშინ სამუშაოები შეჩერებული იყო", - აცხადებს არჩილ ბასილაძე.
გუშინ მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხის გადატანა ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა და გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
21 იანვარი, 2026 , 11:38
დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
19 იანვარი, 2026 , 11:55
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 იანვარი, 2026 , 11:54
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18


