უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 13:04
font-size

ათასობით ადამიანს ხელთ აქვთ ანალიზის პასუხი, რომ C ჰეპატიტი აქვთ და მკურნალობის პროცესში არ არიან ჩართული - ზურაბ ჭიაბერაშვილი

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება, ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საგანგაშოა, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ “C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 4.7 მლნ ლარი დახარჯა.

“ძალიან ვუფრთხი C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ რაიმე კრიტიკული შენიშვნის საჯაროდ გამოთქმას, რადგან არ მინდა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა რაიმეთი დაზიანდეს, მაგრამ პროგრამის განხორციელების პროცესში უკვე ისეთი პრობლემის წინაშე დადგა ქვეყანა, რომ ახლა გაჩუმებით უფრო დავაზიანებთ ჩვენს საერთო საქმეს,” – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია, რათა ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ.

პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა წარმოადგინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას 2018 წლის 13 დეკემბრის წერილი, რომლის მიხედვით: 2 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, როგორც წერილშია მითითებული, პროგრამის დაწყებიდან, 2018 წლის დეკემბრამდე პირველადი შემოწმების კომპონენტში 123 000-ზე მეტ პირს დაუდგინდა C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა. წარმოდგენილი მონაცემებით, 123 000-დან განმეორებითი, ე.წ. დადასტურების კვლევა ჩაიტარა 75 400-მა პირმა, ხოლო მათ შორის დაავადება დაუდგინდა 64 200 პირს. ამ 64 200-დან სრული დიაგნოსტიკური კვლევა ჩაიტარა 52 400-მა პირმა. ამ 52 400-დან მკურნალობაში ჩაერთო 51000 და მკურნალობა დაასრულა 48000-მა პირმა.

ჭიაბერაშვილის აზრით, თუ ოთხი წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, საინტერესოა, როგორ მოხერხება 2020 წლამდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.

„ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს. საგანგაშოა, რომ ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა

19 აგვისტო, 2019 , 15:01

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოსათვის საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, ღორისა და ფრინველის რიცხოვნობა შემცირდა. კერძოდ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პე

მეორე კვარტალში უმუშევრობა 0.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 აგვისტო, 2019 , 14:40

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა. უწყების მონაცემებითვე, 2019 წლის მე

“განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული`- “კურიერი“ პრეზიდენტს მის სახლთან გაესაუბრა

19 აგვისტო, 2019 , 14:18

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტადან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი გუგუტიანთკარში რუსი სამხედროების მიერ გავლებული მავთულხლართებისა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შე

სერტიფიკატის გარეშე საექიმო საქმიანობა, დეზინფექცია და სტერილიზაცია - დარღვევები სამედიცინო დაწესებულებებში

19 აგვისტო, 2019 , 13:19

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსურ მონიტორინგს აგრძელებს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე კომპლექსური მონიტორინგის პი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 აგვისტო, 2019 , 11:53

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონ

ბარათაშვილის ხიდზე ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

19 აგვისტო, 2019 , 11:27

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. საპატრულო პოლიციის დეპარტ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს