უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

8 თებერვალი, 2019 14:45
font-size

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია

ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პროექტის ავტორი პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპია და იგი მიზნად ისახავს 50 მილიონ ქალს დაეხმაროს მომავალი 6 წლის განმავლობაში. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

7 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დაესწრო და პრეზიდენტსა და დამსწრე საზოგადოებას თავისი წარმატების ისტორია გააცნო, რომელშიც მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი დაეხმარა. მან აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მადლიერება გამოხატა ამერიკელი გადამხდელებისადმი, რომლებიც მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავენ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

ხელმოწერას ივანკა ტრამპთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები ესწრებოდნენ.

საქართველოში, ნინო ზამბახიძემ, ჩამოაყალიბა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომლის თავმჯდომარეც თავად არის და ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა. ნინო აქტიურად ახდენს ფერმერების უფლებების ადვოკატირებას. ამჟამად კი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების ინოვაციური პროგრამის შექმნაზე, რომელსაც ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კორპორაციას ეხმარება მისი მისიის შესრულებაში - შეამციროს სიღარიბე ეკონიმიკური წინსვლის შედეგად. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ აითვისოს მისი სრული პოტენციალი, მთლიანი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და გაძლიერებული.

საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კორორაციის მეორე კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა. მისი მოცულობა 140 მილიონი აშშ დოლარია. ეს არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 10 წელზე მეტია საქართველოსთან თანამშრომლობს და პირველი და მეორე კომპაქტების ფარგლებში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

19 აპრილი, 2019 , 13:30

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

18 აპრილი, 2019 , 11:40

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შე

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17 აპრილი, 2019 , 10:36

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართულ

მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16 აპრილი, 2019 , 12:55

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 აპრილი, 2019 , 10:15

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. „ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - რუმინეთის პრემიერი

15 აპრილი, 2019 , 16:20

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის წევრებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს საქა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019