უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აგვისტო, 2017 12:30
font-size

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია - საგანგებო შტაბი

საგანგებო შტაბის განცხადებით, ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია და იქ მყოფი სამხედრო ნაწილები 2 დღის განმავლობაში ნახანძრალის მონიტორინგს ჩაატარებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

„ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძარს სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით ლოკალიზება მოხდა, მოგვიანებით კი, ხანძრის ქრობა წყლის ჭავლით განხორციელდა.

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი.

ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, ჯარისკაცები ტერიტორიის მონიტორინგს ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა.

ამ დროისთვის სრული დატვირთვით გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში.

საგანგებო შტაბი კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, კოორდინერებასა და სამაშველო გეგმის დასახვაში უშუალოდ არის ჩართული პრემიერ-მინისტრი“, - წერია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოშურთან მდებარე ატენის ხეობაში ცეცხლი გუშინ საღამოს 5-6 საათის მონაკვეთში გაჩნდა. ცეცხლი წიწვოვანი ტყის 2 ჰექტარ ფართობს მოედო.

ანა მებურიშვილი

“სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე მივიღე უარი” - პროკურატურამ ნიკა გვარამია ავსტრიაში სამკურნალოდ არ გაუშვა

16 აპრილი, 2021 , 22:35

პროკურატურა “მთავარი არხის” დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ავსტრიაში, სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად არ უშვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: „მოგეხსენებათ, ჩემი სა

აქტივისტებმა მუმლაძის გირაოს თანხა ააგროვეს - ოცნების ოფისთან დაკავებულმა საპატიმრო დატოვა

16 აპრილი, 2021 , 22:19

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული გიორგი მუმლაძე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტისთვის დაკისრებული გირაოს თანხა მისმა თანამოაზრეებმა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე საათში შეაგროვეს. გიორგი მუმ

სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის

16 აპრილი, 2021 , 20:57

სახალხო დამცველი მსახიობ ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტს და მასზე შესაბამისი უწყებების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას შეისწავლის. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, ს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა

16 აპრილი, 2021 , 17:31

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4363 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4363 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

16 აპრილი, 2021 , 17:15

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ,  კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ. „ჯავშნის გასაკეთებლად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს 

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება

16 აპრილი, 2021 , 16:55

საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკ