უახლესი ამბები
- 12.04.2021 18:25სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით` მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვა დაასრულა
- 12.04.2021 17:401 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4232 ლარი გახდა
- 12.04.2021 17:40„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
- 12.04.2021 17:40ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა -დავით კოდუას მეუღლე
- 12.04.2021 17:40ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას - ანა დოლიძე
- 12.04.2021 17:40ანა დოლიძე საპენსიო სესხებზე - დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უწყებები „ლიბერთი“ ბანკთან არიან შეკრულები და ჩვენ პენსიონერებს „ატყავებენ“
- 12.04.2021 17:15საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით აცრისას გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე
- 12.04.2021 17:15უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს - შსს
- 12.04.2021 17:15საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
- 12.04.2021 17:15პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
არქივი
რეგიონები


ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ატენის ხეობაში, ტყის მასივში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის პირველივე წუთებში ოპერატიულად განხორციელდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეინჯერების მობილიზება.
უწყების ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ერთობლივი ინტენსიური მუშაობით, ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში გახდა შესაძლებელი.
ადგილზე იმყოფებოდნენ და ხანძრის ქრობის პროცესის მართვაში მონაწილეობას იღებდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა საღარეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 8 ჰექტარზე გავრცელდა.
„ცეცხლი ეკიდა დაახლოებით 8 ჰექტრამდე ფართობს, თუმცა ძირითადად ტყის ქვედა საფარი დაიწვა. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთული რელიეფის პირობებშიც დროულად მოხდა მეხანძრე-მაშველებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება, რამაც ფაქტობრივად, ტყე სრულად გადაარჩინა“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
შსს-მ გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ - რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა
12 აპრილი, 2021 , 17:15

მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდეს და გამოსასყიდ, „სახნავი` კატეგორიის მიწებს დაემატოს სათიბებიც - ნათია თურნავა
8 აპრილი, 2021 , 19:35

კახეთის რეგიონში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს
7 აპრილი, 2021 , 12:30

სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება, რომელიც პროფესიული განათლების მსურველებს მთელი საქართველოდან მიიღებს
7 აპრილი, 2021 , 10:45

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე კლდე ჩამოიშალა - მოძრაობა დაკეტილია
6 აპრილი, 2021 , 12:45
იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება
6 აპრილი, 2021 , 11:10