უახლესი ამბები
- 14.12.2019 16:40ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“
- 14.12.2019 16:30„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს - მაია ცქიტიშვილმა
- 14.12.2019 16:10გინებას საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა ამკვიდრებს - ირაკლი კობახიძე
- 14.12.2019 15:40„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს
- 14.12.2019 15:30რას ყვება „მწვანე სკოლის“ დირექტორი 15 წლის მოზარდთან დაკავშირებულ შემთხვევაზე
- 14.12.2019 15:10თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება - ექიმი
- 14.12.2019 14:20როგორი იქნება საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი?
- 14.12.2019 14:20ფიზიკური პირების მიერ სურსათის ორგანიზებულად წარმოება-რეალიზაციის კონტროლის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს
- 14.12.2019 14:20როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
- 14.12.2019 14:00ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
არქივი
პოლიტიკა


ათი პოლიტიკური პარტია პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიები საარჩევნო გარემოს კუთხით არსებულ ისეთ პრობლემებზე საუბრობენ, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, არათანაბარი მედია-გარემო, არათანაბარი ფინანსური რესურსები და ა.შ.
ისინი ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ შეუერთდნენ არჩევნების ბოიკოტს, რათა, მათი განცხადებით, ხელისუფლებას არ მისცენ საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია.
მათივე განცხადებით, ისინი საარჩევნო რეფორმისთვის ბრძოლას ინტერპარტიულ ფორმატში გააგრძელებენ.
ბოიკოტი გამოაცხადეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა : “ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.
“პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, საარჩვენო გარემოს კუთხით კვლავაც მთავარ პრობლემად რჩება: საარჩევნო სისტემა; არათანაბარი მედია-გარემო; არათანაბარი ფინანური რესურსები; დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სია; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების უსამართლო წესები; ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება; ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება.
მიგვაჩნია, რომ “ქართული ოცნების“ უარი საარჩევნო გარემოს რეფორმიერებასა და დემოკრატიული მოდელის შემუშავებაზე, აზრს უკარგავს ქვეყანაში ყოველგვარ არჩევნებს. აღნიშნულის გამო, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს ვუცხადებთ 28 აპრილს ვანი-ხონის საარჩევნო ოლქში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს.
მოვუწოდებთ ყველა რეალურ ოპოზიციურ პარტიას, შეუერთდეს არჩევნების ბოიკოტს, რათა ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ შექმნას დემოკრატიული პროცესის იმიტაცია.
ამავდროულად, ინტერპარტიულ ფორმატში განვაგრძობთ ბრძოლას საარჩევნო რეფორმისთვის. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიათა ლიდერები აწერენ ხელს.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05