უკან

საზოგადოება

8 დეკემბერი, 2018 15:05
font-size

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ დისკუსია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოების ნებისმიერ წევრს საშუალება ჰქონდა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის, გაფრქვევის უმთავრესი წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე დამბინძურებლის ზეგავლენასთან დაკავშირებით მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები მიეღოთ დარგის სპეციალისტებისგან.

ტყვიის შესახებ დისკუსიას მოდერატორობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა. აღნიშნულ საკითხზე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა - ნოე მეგრელიშვილმა, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა - მარინა არაბიძემ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა - ნელი კორკოტაძემ და დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მრჩეველმა - ნია გიუაშვილმა უპასუხეს.

ღონისძიების ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან ერთად იმსჯელეს ატმოსფერულ ჰაერში მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ტყვიის შემცველობის მიმდინარე ტენდენციებზე და მათი ზეგავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

დისკუსიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან კითხვებსა თუ საკითხებზე ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდება.

მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, რაც აუცილებელია ჰაერდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი