უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2018 13:15
font-size

ათონელის რეზიდენცია იქნება თქვენი სახლი - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

„აქ იქნება თქვენი სახლი“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში.

მისი თქმით, ათონელის სასახლეში ის ადმინისტრაციულ ფლიგელში დაიწყებს მუშაობას.

„მივესალმები საზოგადოებას, რომელიც მიყურებს პირველ დღეს ათონელის სასახლეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვიმყოფები. ვიცი, რომ ყველაფერი არ არის ჯერ იმ ფორმატში და დასრულებული, როგორიც რამდენიმე კვირასა თუ თვეში იქნება, მაგრამ უკვე გვაქვს საშუალება, ამ ფლიგელებში დავიწყოთ მუშაობა. იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ პირველ ეტაპზე, გარემოს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტს ხშირად ექნება ე.წ. off the record შეხვედრები.

„აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს ასევე სხვა მოსაზრება, რომ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა. შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი – off the record საკითხებზე, რომელიც საჭიროა, რომ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, გახდეს იმწამსვე საჯარო ინფორმაცია. ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა, რომელსაც ჩემი პრესკლუბი ერქვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მსგავსი ფორმატი ყველასთვის საინტერესო იქნება.

„ვეცდები, ახლო მომავალში, დღესასწაულების შემდეგ, დავიწყოთ ამ ფორმატით მუშაობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესასთან ურთიერთობის კუთხით ნათია პავლიაშვილი იმუშავებს.

„ნათია პავლიაშვილს იცნობთ. ყველას გაგაცნობთ, ვინც იქნება შემდგომ პრესასთან კუთხით დასაქმებული და გვექნება, ძალიან ნორმალური ურთიერთობა. ეს ჩემი სურვილია და ამისთვის თქვენი მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა

7 დეკემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია. მინისტრები ად

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

6 დეკემბერი, 2019 , 17:20

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკო

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი

6 დეკემბერი, 2019 , 14:06

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`