უკან

ეკონომიკა

10 დეკემბერი, 2018 16:10
font-size

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე - მამუკა ბახტაძე

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღემდე მხარდაჭერილი იყო 5 313 რეგიონული პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 50 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში 8 412-მა ბენეფიციარმა თანადაფინანსების სახით 22 949 474 ლარი მიიღო.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად, ჩვენი მთავრობა 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პროექტი რეგიონებში. იცით, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი რეგონების თანაბარი განვითარება, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს, მიკროგრანტების მოსაპოვებლად გამოვლინდა 917 გამარჯვებული, რომლებიც წლის ბოლომდე თანადაფინანსების სახით მიიღებენ 8 300 000 ლარს.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გამარჯვებულ აპლიკანტებს შორის 45 პროცენტი არის ქალი მეწარმე. საერთო ჯამში, წლევანდელი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა შეადგენს 6230 პროექტს, თანადაფინანსების თანხა კი 47 მლნ ლარზე მეტია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი