უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 ნოემბერი, 2017 15:20
font-size

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვებას ავეჯის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია შეძლებს. შპს „ჯეო დეკორი“ ავეჯის კომპონენტების ლამინირებული ფილებისა და შპონირებული მერქან-ბოჭკოვანი ფილების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით ახალ ტექნოლოგიურ საწარმოო ხაზს დანერგავს.

კომპანია 2010 წელს დაარსდა და ავეჯის დამზადებით და რეალიზაციით არის დაკავებული. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის მხარდაჭერით, შპს „ჯეო დეკორი“ ახალი დანადგარებს შეიძენს და პროდუქციის რაოდენობას გაზრდის.

კომპანია ხარისხის ამაღლებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ინვესტიციის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა 12 კაცით გაიზრდება.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ქსნის ქუჩა N5 მდებარეობს. პროგრამის ფარგლებში პირველი 2 წლის განმავლობაში მისი სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 765 000 ლარს შეადგენს.

2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 312 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 753 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 600-მდე ადამიანს შეადგენს.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი