უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 თებერვალი, 2020 14:15
font-size

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა - ნათია თურნავა

2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის მრავალ ქვეყანას. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, თავისი პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საწარმო „მეამა“-ში გაიმართა.

აღნიშნული საწარმო პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია - „მეამა“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტის მხარდაჭერით გაიხსნა და მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ერთდროულად აწარმოებს როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, 2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 6200 ოჯახზე მეტმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახო ბიზნესსაქმიანობის დაწყება.

„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. ერთ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება. მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ პროექტების რიცხვი, რაც წინა, 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი.
საწარმო „მეამაში“ გამართულ პრეზენტაციას მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა წარუდგინა.

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

„ბიზნესგარემო უარესდება - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება მკვეთრად იზრდება“

14 თებერვალი, 2020 , 12:05

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია

14 თებერვალი, 2020 , 11:35

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8741 ლარი გახდა

13 თებერვალი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

კობა გვენეტაძე აგრო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

13 თებერვალი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგ

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

13 თებერვალი, 2020 , 11:55

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`