უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 13:55
font-size

აუჭრელდათ თვალნი, ამ ბოლი დროს მაინც იმდენი რამ გამოაშკარავდა, რომ ტარაბუა აქვს დახვეული - ნატო ჩხეიძე

ჩვენმა სუს-მა ისიც კი იცის, რომ ორი თვის მერე ქუჩაში დადგმული რომელ ნომერ კარავში რა სცენარი განვითარდება და ის არ იცის, ორი თვის წინ ამ დიდაგენტის ჩართულიბით რომ გამოგვიცხადეს ქვეყანაში ფრენების აღდგენა, - ამის შესახებ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

„ამ ბოლო დღეებში მმართველი ოცნება ძალიან გულუხვია, ჩქარა-ჩქარა გულუხვი.

სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე სწავლაშეჩერებული სტუდენტების სწავლის თანხა გამოყო ბიუჯეტიდან.

არც არსად ეწერა საბიუჯეტო თანხების განაწილებაში ამ ჰუმანური აქტის განხორციელება რომ უნდოდათ. არც ცვლილებები შეუტანიათ, ადგნენ და “გაიცესო” ბრხანეს.

ის სწავლაშეჩერებული სტუდენტი ზიგი უკვე ემიგრაციაშია გაქცეული, ზოგს უკვე სულ სხვა გეგმები აქვთ და უცებ… აბა, ჰერი ჰერი უმაღლესისკენო, ახარეს წინა დღეს და იქით უნდა მიაშურონ.

სეტყვა მოვიდა კახეთში, ჩამოაქცია ვენახი და გაყინული წყლის გროვები და მტევნის მარცვლები ერთმანეთში აზილა.

აქამდე სულ “ზარალს ვითვლითო”, ასე ანუგეშებდნენ მეურნეებს, ითვლუდნენ, ითვლიდნენ და სულ ერეოდათ ანგარიში…

ამ ბოლო სეტყვისას კი, ‘“აბა ჩვენ რისთვისა ვართ, ავანაზღაურებთო”- ჩქარა-ჩქარა ბრძანა მმართველმა ოცნებამ…

ერთი მხრივ კარგი და აუცილებელი რამ არის შენი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მაგრამ ეს ზრუნვა რომ საკუთარი მმართველობის გადარჩენის გამოა და ამიტომ რომ იმეტებენ საბიუჯეტო იმ თანხებს, აქანდე ხელიდან რომ ვერ გააგდებინებდი, ეს უკვე მეტისმეტი შიშისა და სისუსტის ნიშანია.

ეს ისეთივე ანგარებაა, “ ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებო”, დამფრთხალი კაცი რომ ღმერთს ევაჭრება.

“ოღონდ კიდევ აგვირჩიეთ ხალხო, და აი, თუ არ მიგვაქვს გულთან თქვენი გასაჭირიო, აი თუ არაო”- ევაჭრება ჯერ ისევ მმართველი ოცნება ხალხს.

მაგრამ მაინც, აქონდროპლაზიით დაავადებული 15 ბავშვიდან მხოლოდ 6 დააფინანსა. ეს ამბავი ცოტა ადრეც მოხდა და ოჯახიც ცოტაა.

სტუდენტი მეტია,

ფერმერი მეტია,

ანგარიშის საქმე არ არის?..

საქართველოს კონსტიტუციის დარღვევააო, ამბობს მმართველი ოცნება და ევროპაში ვიზიტების მქონე პრეზიდენტს იმპიჩმენტის პროცედურას უწყობს.

საქართველოს კონსტიტუციის დარღვევააო, ამბობს მმართველი ოცნება და ეროვნულ ბანკს დიდაგენტი ფარცხალაძის მიმართ გაყინულ ანგარიშებს უწუნებს.

პარლამენტის დატოვების

საფუძველი ვერ დავინახეთო, ვერც კონსტიტუციის დარღვევისო- იტყვის მმართველი ოცნება და სხდომების უმიზეზოდ გამცდენ გუნდის წევრს სულ ძალა-ძალით დატოვებენ სიაში.

ეს ჩვენი კონსტიტუცია იმისთანა რამ არის მმართველი ოცნებისთვის, რომ აი, მზე რომ თვალს გჭრის და კი არის, მაგრამ რომ ვერ ხედავ, ამნაირად აღიქვამს.

აუჭრელდათ თვალნი, ამ ბოლი დროს მაინც იმდენი რამ გამოაშკარავდა, რომ ტარაბუა აქვს დახვეული:

ეს - სამთავრობო თვითმფრინავის ტაქსად გამოყენება, თანაც ნისია ტაქსად,

ეს - შოვის ტრაგედიისა და გლივის დღის გამოცხადების კვირისთავზე, ჯერ რომ ტალახ/ტლაპიში დაღუპულებს დაეძებენ და ორი ბავშვი აქამდე ვერ უპოვიათ , სწორედ მაშინ დაფა-ზურნის ჭყვიტინში აზეიმებული მმართველი ოცნება.

ეს - ჩვენი ყოფილი გენერალური პროკურორის ფსბ-ს დამსახურებულ აგენტად გამოცხადება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან.

და ეს მაშინ, როცა ჩვენმა სუს-მა ისიც კი იცის, რომ ორი თვის მერე ქუჩაში დადგმული რომელ ნომერ კარავში რა სცენარი განვითარდება და ის არ იცის, ორი თვის წინ ამ დიდაგენტის ჩართულიბით რომ გამოგვიცხადეს ქვეყანაში ფრენების აღდგენა.

ასეა,

ეს არ იცის.

ვერც გაიგებს და

ის იცის,

უკვე გაიგო.

ბევრი რამ ხდება , ჰორაციო, ქვეყნად ისეთი, რაც ფილისოფოსთ სიზმრადაც არ მოლანდებიათ, - გვამცნობს შექსპირი,

და ისეთი და იმდენი რამ ხდება ერთმანეთზე მიწყობილად ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამისთანების გამო

იმისთანაც მოხდება არჩევნებისას, ჩვენს მმართველ ოცნებას სიზმრადაც რომ არ მოლანდებია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ