უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 თებერვალი, 2018 14:20
font-size

აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას - ირაკლი აბესაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.

როგორც აბესაძემ თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა სამინისტროებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ დადებული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა, გამოჩნდა, რომ რეალობას შეესაბამება ოპოზიციის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, რომლის თანახმადაც, "ქართული ოცნების" პოლიტიკა თავდაცვის სფეროში მცდარი და მავნებლურია.

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებსა და მათ შორის დანაშაულებრივ საკითხებზე, რაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში, ნდობის ჯგუფზე უფრო მეტად გაფართოებულ ფორმატში, თუნდაც კომიტეტის სხდომაზე დახურულ რეჟიმში, მოწვეული იქნას თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, რამდენად გამოსწორდა ეს დარღვევები", - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, აუდიტის დასკვნა მათ შორის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთხვევაშიც შეიძლება იწვევდეს კითხვის ნიშნებს და ეს ანგარიშები სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.

ნდობის ჯგუფის შეხვედრას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების ესწრებიან.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი