არქივი
პოლიტიკა


აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსების თუ სხვა მატერიალური რესურსების ხარჯვა - ნინო ლომჯარია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუდიტის სამსახურს დამოუკიდებლად საპატრიარქოს შემოწმების უფლება არ აქვს.
ლომჯარია განმარტავს, რომ ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, შესწავლის პროცესში აუდიტის სამსახურს არ ექნება კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებს, რადგან საპატროარქოსთვის გადაცემულ საჯარო რესურსებზე საკანონმდებლო რეგულაციები არ ვრცელდება.
,,აუდიტის სამსახური არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული ფინანსების თუ სხვა მატერიალური რესურსების ხარჯვა და გაუკეთოს მათ აუდიტი, ანუ ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია. თუმცა, თუკი იქნება საპატრიარქოს მხრიდან ოფიციალური მომართვა ჩვენ მიმართ, რომ მათ დავეხმაროთ გარკვეული ქონების აღწერაში თუ სხვა ფინანსური პრობლემების გარკვევაში, ჩვენ განვიხილავთ, თუ რა შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ მათ გავუწიოთ აღნიშნული დახმარება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად - შალვა ნათელაშვილი
7 მარტი, 2021 , 15:53
„გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას“ - გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო` დატოვა
7 მარტი, 2021 , 14:19

ნატო ჩხეიძე: სხვების აზრი არ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ, კი იმუშავებენ იმ განხრით
7 მარტი, 2021 , 13:24

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას: გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო
7 მარტი, 2021 , 12:57

არ უნდათ პლებისციტი? მით უკეთესი, პირდაპირი მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები - ზაალ უდუმაშვილი
7 მარტი, 2021 , 11:56

პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება - მამუკა მდინარაძე
7 მარტი, 2021 , 11:07