უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2018 17:10
font-size

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს

აუდიტის სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო კორუფციული რისკების შესწავლას მოითხოვს. საუბარია უწყების მიერ 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვატო მახარობლიშვილი ფიგურირებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა შპს-სთან, რომელიც იყო ერთი დღის დაფუძნებული კომპანია. ხელშეკრულების მიზანი იყო ლეონიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობის პროექტირების სამუშაოები. პროექტი იყო ხარვეზიანი და სრულად მუნიციპალური განვითარების ფონდი ფაქტობრივად ვერ დაეყრდნობოდა აღნიშნულ სამუშაოს და არც სხვა ალტერნატიული პროექტი არ არსებობდა. ეს იყო ერთი საკითხი, ასევე ის საკითხი, რომ კომპანია იყო დაფუძნებული ერთი დღით ადრე ხელშეკრულების გაფორმებამდე. სწორედ ეს საკითხები იყო რაც ჩანდა ზედაპირზე მნიშვნელოვანი, რაც აჩენდა გარკვეულ რისკებს და საჭიროებდა შესაბამის დამატებით მოკვლევას და სწორედ ამის გამო იქნა გადაგზავნილი“, - განაცხადა საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა.

კომპანია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მოადგილის, ვატო მახარობლიშვილის ძმას, ავთანდილ მახარობლიშვილს ეკუთვნის. კომპანია თანხის გადარიცხვამდე ერთი დღით ადრე დაფუძნდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საკითხზე ეჭვი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს გაუჩნდა. სწორედ მან მოუწოდა აუდიტის სამსახურს, დაინტერესებულიყო აღნიშნული შესყიდვით.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს