უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 თებერვალი, 2018 13:40
font-size

აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოცემული დარღვევების ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო - ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დეპუტატები თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს უსმენენ.

შეხვედრაზე მოწვეულები არიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი და უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით დოკუმენტში საგანგაშო ფაქტი არ დაფიქსირებულა.

"დღეს ჩვენ განვიხილავთ აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომელიც ეხება თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ფინანსურ საქმიანობას 2015-2016 წლებში. შემიძლია გითხრათ, რომ არის გარკვეული ხარვეზები, გარკვეული დარღვევები, თუმცა ძირითადი ნაწილი გამოწვეულია არასწორი ადმინისტრაციული მმართველობის გამო, არის ტექნიკურ დავალებებში ძალიან ბევრი შეცდომა, არის ჩაშლილი ტენდერები, არის რიგ შემთხვევებში არასწორი აღრიცხვიანობა, რაც უკავშირდება გარკვეულ არასწორ გამოცდილებას წლების მანძილზე.

ამ აუდიტის დასკვნის შემდგომ მქონდა საუბარი თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და რიგი პრობლემები გამოსწორებულია, ამიტომ ეს ანგარიში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც უკვე ჩვენ შემდგომში თავდაცვისა და სასჯელაღასრულების მინისტრებს დავიბარებთ და მოვისმენთ მათ ანგარიშებს, ჩვენ მათ შორის უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც ანგარიშშია აღნიშნული. თავად ანგარიში არანაირად არ არის საგანგაშო, როგორც ეს სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ბატონმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება წინა ხელისუფლების ფინანსურ საქმიანობასთან. აქ ძირითადად საქმე გვაქვს ადმინისტრაციულ ხარვეზებთან, რომელიც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ არანაირ კატასტროფასთან არ გვაქვს საქმე, როგორც ეს აღინიშნა.

აქვე ერთგვარი გულისწყრომა მინდა გამოვხატო, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილავთ საიდუმლო შესყიდვებს, წინასწარ დასკვნების გამოტანა, როცა ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ, მითუმეტეს, როდესაც ნდობის ჯგუფი არ ჩატარებულა, ვფიქრობ, ელემენტარულად არაეთიკურია. ამაზეც, ალბათ, ვისაუბრებთ, რომ რაღაც სტანდარტი დავამკვიდროთ.

საერთო ჯამში, მთავარია, რომ საპარლამენტო კონტროლის ეს ძალიან ძლიერი მექანიზმი ამოქმედებულია“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი