უკან

საზოგადოება

9 იანვარი, 2018 17:25
font-size

აუდიტის სამსახურმა იმაზე უარესი დასკვნა დადო, ვიდრე ჩვენ ვიძახდით - გიორგი გაჩეჩილაძე

ბიზნესმენი გიორგი გაჩეჩილაძე (იგივე მომღერალი „უცნობი“) აუდიტის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული ტენდერების შესახებ დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიშში უფრო მძიმე ვითარებაა ასახული, ვიდრე ბიზნესმენი საუბრობდა რამდნეიმე კვირის წინ.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ელოდება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას.

„ძალიან დიდი იმედი იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დაიდებოდა ობიექტური დასკვნა, მე პირადად არ მქონდა. მინდა, მადლობა გადავუხადო აუდიტის სამსახურს, რადგან იმაზე უარესი დასკვნა დადო, ვიდრე ჩვენ ვიძახდით.

მე მიხარია, რომ დღეს ამ ქვეყანაში კიდევ შეიძლება სიმართლის პოვნა, თუ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე გამყარებული იქნება ნამდვილად იმ ფაქტებითა და გარემოებებით, რაც ჩვენ წარვადგინეთ.

აუდიტის სამსახური იყო პირველი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელმაც ჩვენი განცხადებები გაამყარა და შემდეგი ალბათ იქნება კონკურენციის სააგენტო. ალბათ, ნოდარ ხადურის უწყებაც დადებს ანალოგიურ დასკვნას, რადგან სიმართლე ერთია, ის ჩვენს მხარესაა და ეს, რომ სიმართლე არ ყოფილიყო, საჯარო განცხადებებს არ გავაკეთებდი.

სახელმწიფოში არსებული მახინჯი ფორმები უნდა დამთავრდეს და მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ის აუტანელი პირობები, რაც დღეს არის სახელმწიფო შესყიდვებში - დამთავრდეს“, - თქვა გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, „სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ ყველაფერში ჩართული არიან და მათ გარეშე შესყიდვების საკითხები ვერ გადაწყდებოდა“.

სახელმწიფო შესყიდვებიდან აქ ჩართული რომ არიან და სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ეს არ განხორციელდებოდა, ეს ფაქტია.”

ბიზნესმენმა იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხს გამოიძიებენ.

„მე არ ვიცი, ვინ არიან კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია, ეს ალბათ გამოძიების საქმეა. არაფერს არ გამოვრიცხავ, როგორც შეიძლება იყოს ზედა ეშელონებში სისტემური პრობლემა, ისე შეიძლება იყოს ქვედა ეშელონებშიც. მე ამის დასახელება არ მომერიდება, რომ ვიცოდე, ვინ დგას ამის უკან. მაგრამ თბილისში ალბათ ადამიანიც არ არის დარჩენილი, ვინც შეიძლება, არ იცოდეს, თუ რა ხდება სახელმწიფო ტენდერებში. ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. მე უბრალოდ ამას შევეჯახე, შევისწავლე და მივხვდი, რომ ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთი და იგივე ადამიანების ჯიბეებში ნაწილდება სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები, რომელიც ზედმეტობით გააქვთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა ადამიანები რჩებიან ისევ ისე მშივრები და გაძვალტყავებულები. ეს თანხები უნდა გადანაწილდეს ხალხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებზე დადებული დასკვნა ადასტურებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში სერიოზულად მოეკიდნენ ამ საკითხს და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება”, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, შსს-ში ტენდერები მიმდინარეობს ძირითადად არაკონკურენტულ პირობებში და უწყება სატენდერო პირობებს ერთ კომპანიას, ტარიელ ხეჩიკაშვილის კუთვნილ "იბერია ჯგუფს" არგებდა.

12 დეკემბერს გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი ინფორმაციით, „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი.

მეორე საკითხი, რომელიც გაჩეჩილაძემ წამოაყენა, ეხებოდა ერთი და იმავე კომპანიების მონაწილეობას ტენდერებში. მისი თქმით, ისინი კარტელს წარმოადგენენ და მათთანაა დაკავშირებული სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი