უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 თებერვალი, 2018 12:55
font-size

აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტი დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) პირველი დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი დაიწყო. მსოფლიო ბანკის პროექტს (SRAMP) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მსოფლიო ბანკმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს.

მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა.

პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრულ შედეგების მიღწევასა (Disbursement-Linked Indicators, DLIs). და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.

სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის შეფასება და მიღწეული შედეგების გადამოწმება/დადასტურება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მსოფლიო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შესაბამისად. დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელ ანგარიშს მსოფლიო ბანკს წარუდგენს.

მსოფლიო ბანკის პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ

12 ივნისი, 2021 , 10:54

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კონგრესისა და სენატის წარმომადგენლე

გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს: 876 მილიონი ლარი მოგვპარეთ ბიუჯეტიდან და წაიღეთ ჯიბეში

11 ივნისი, 2021 , 21:35

სანამ თქვენ ფულს იპარავდით სხვა ადამიანებთან ერთად მარტო ერთ სქემაში, ამასობაში ხალხი უმძიმეს შიმშილში, გაჭირვებაშია და ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა - ამის შემდეგ, ზარ-ზეიმით პრეზენტაცია მე თქვენ ადგილზე, შემრ

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა

11 ივნისი, 2021 , 18:20

გიორგი გახარია ფილიპ რიკერს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართვე

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

11 ივნისი, 2021 , 18:00

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

რა პროექტში დაიხარჯა ბიძინა ივანიშვილის მიერ გადმორიცხული და კარგად გაპიარებული 100 მილიონი ლარი, თუ ჯერ არ დაგიხარჯავთ და უფრო დიდ გაჭირვებას ელოდებით - ნატო ჩხეიძე ფინანსთა მინისტრს

11 ივნისი, 2021 , 17:17

„შარშან მაისში მაგ ტრიბუნაზე მდგომმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჩემს შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა პროექტში დაიხარჯა ბიძინა ივანიშვილის მიერ გადმორიცხული და კარგად გაპიარებული 100 მილიონი ლარი, მიპასუხა, რომ მას დახ

პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

11 ივნისი, 2021 , 15:55

პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით განიხილა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი. დოკუმენტს მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კანონმდებელმა კი, ხმა მის წინააღმდეგ მისცა. შესაბამისად, პ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი