უკან
პოლიტიკა
21 ნოემბერი, 2018 12:15
აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდების საქმის შესწავლა დაიწყო.
აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის, ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მასალების მოძიება და შესაბამისი გადამოწმების შემდეგ გავრცელლდება ინფორმაცია.
„არის თუ არა დეკლარაციაში მოცემული, ამას გავიგებთ დეკლარირების პერიოდის მოსვლის დროს. ეს პროცესი არ არის დასრულებული და მიმდინარეობს მხოლოდ შესწავლა, აუცილებლად არის საჭირო ამის გადამოწმება“, -თქვა ღაზაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბილბორდები თბილისში კვირას გამოჩნდა. ბანერებზე წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ წითელ ფონზე გამოსახული არიან მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ვანო მერაბიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები.