უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 თებერვალი, 2017 18:45
font-size

აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დარღვევები გამოავლინა

გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციის ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” სამაშველო რაზმის დასაფინანსებლად 2012-2014 წლებში 3,8 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი, მიიჩნევს რომ ეს ხარჯი არ არის მიზანშეწონილი.

აუდიტორების განმარტებით, კორპორაციის მმართველობაში არ არის არც ერთი გაზსადენი და ნავთობსადენი, რომელთა პატრულირება სამაშველო რაზმს კორპორაციის დებულებით ევალება.

როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციაში აღნიშნავენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კორპორაციის შესახებ ანგარიში 2016 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და იგი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, თორნიკე შერმადინის თქმით, კორპორაციის შემოწმებისას დანაშაულის შემცველი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც პროკურატურისთვის, შესაძლოა, გამოძიების დაწყების მოტივი გახდეს.

,,,პროკურატურა ჩვენს კითხვას, დაიწყებულია თუ არა გამოძიება კორპორაციის საქმიანობაზე, დღემდე არ პასუხობს. ამ კითხვაზე პასუხი არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს.

კორპორაციაში კი “აი, ფაქტს” განუცხადეს, რომ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად შეისწავლა კორპორაციის 2012-2014 წლების საქმიანობა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით მოახდინა შესაბამისობის (საქართველოს კანონმდებლობასთან) აუდიტის ჩატარება და ანგარიშის წარმოდგენა.”

აუდიტის სამსახურის ანგარიშში განხილულია კორპორაციის საქმიანობისას გამოვლენილი სხვა დარღვევებიც’’, - აცხადებენ გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციში.

რაც შეეხება გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის სახელდება “დაუმსახურებელი” ხელფასები, უმიზნოდ დახარჯული გაზი, უკონტროლო GPS სისტემა და საეჭვო გარიგებები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ: “ამ ეტაპზე გამოვლენილია ათეულობით მოქალაქე, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე გაფორმებული იყვნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მათ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები ხელფასის სახით ისე, რომ რეალურად ნავთობის კორპორაციაში არ უმუშავიათ.”

დამატებითი დეტალები არც აუდიტის სამსახურს აქვს გამოკვლეული. თორნიკე შერმადინის თქმით, ანგარიშზე მუშაობისას ფინანსთა სამინისტროს გამოძიება უკვე დაწყებული ჰქონდა და ამიტომ აუდიტის სამსახურმა საჭიროდ არ მიიჩნია ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოკვლევა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

უმიზნოდ გახარჯვის ფაქტებს რაც შეეხება, 2012-2014 წლებში გაზის 14 საბადოზე ხუთმა უცხოურმა კომპანიამ მოიპოვა 34 მლნ კუბ.მ. მომყოლი გაზი, საიდანაც 11 მლნ კუბ.მ.-ზე მეტი გაფრქვეულია ან დამწვარია ჩირაღდანზე და ეს გაზი კომერციული მიზნით არც კორპორაციას გამოუყენებია, არც მის მომპოვებელს.

2012-2014 წლებში კორპორაციის ავტომანქანებზე დამონტაჟებული იყო GPS სისტემა, რომელიც გავლილ მარშრუტსა და მანძილს აკონტროლებს. ამასთან, როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციში აცხადებენ, მიუხედავად სისტემის არსებობისა, კორპორაცია არ ინახავს დაფიქსირებულ მონაცემებს და ამიტომ საწვავის ხარჯის მიზნობრიობის დადასტურება შეუძლებელია.

საეჭვო გარიგებებს რაც შეეხება, სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2011 წელს შპს “ნიუ-ენერჯისთან” გააფორმა ხელშეკრულება სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაზე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება იყო 44,5 მლნ ლარი. აუდიტის სამსახურის ანგარიშში წერია, რომ კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოდ ნაჩვენებია 546,174 კუბ.მ. გრუნტის მოჭრა. “ფარული სამუშაოების აქტების მიხედვით გამოყენებულად ნაჩვენებ ექსკავატორებსა და ე.წ. “კოდალას” 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში შეეძლოთ მხოლოდ 315,548 კუბ.მ. გრუნტის მოჭრა, რაც ფაქტობრივად შესრულებულად ნაჩვენებ მოცულობასთან შედარებით 230,626 კუბ.მ.-ით ნაკლებია.”

მსგავსი სიტუაცია მეორდება მოჭრილი გრუნტის გადაადგილების შემთხვევაშიც, სადაც შესრულებულად ნაჩვენებია 558,672 კუბ.მ. გრუნტის გადაადგილება, თუმცა ტექნიკას 24 საათიანი მუშაობის რეჟიმში მხოლოდ 375,774 კუბ.მ.-ის გადატანა შეეძლოთ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციში ამბობენ, რომ კითხვის ნიშნებს შეიცავს კორპორაციასა და შპს “ელ.ჯორჯია-2006”-ის პარტნიორობაც. კომპანიის მიერ შედგენილი მშენებლობის პროექტი, აუდიტის სამსახურის ცნობით, არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კომპანიამ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მოჭრა და გადაადგილა VII კატეგორიის გრუნტი, რისთვისაც კორპორაციიდან მიიღო 3,9 მილიონი ლარი, მაშინ როცა გეოლოგიურ-ლითოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ამ კატეგორიის გრუნტის გავრცელება საერთოდ არ ფიქსირდება.

ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ასოციციაციის ცნობით, კორპორაციის შემოსავალი 2012-2014 წლებში 1,2 მილიარდ ლარს აჭარბებდა. კორპორაციაში 2014 წელს 342 ადამიანი იყო დასაქმებული და მათზე ხელფასის სახით, ჯამში, 6,6 მილიონი ლარი დაიხარჯა, პრემიის სახით კი 1,2 მილიონი. დასაქმებულთაგან 7 ადამიანი ქმნიდა კორპორაციის გენ. დირექტორატს 2014 წელს და მათი ხელფასი საერთო ჯამში 662,156 ლარი იყო, პრემია კი 133,400. ჩვენი გამოთვლით, გენ.დირექტორატის ერთი წევრის ხელფასი, საშუალოდ, 7,880 ლარი უნდა ყოფილიყო.

2012-2014 წლებში სულ კორპორაციაში დასაქმებულთა ხელფასებსა და პრემიებზე დაიხარჯა 21.6 მილიონი ლარი.

,,ჩვენ გვაინტერესებდა შემცირდა თუ გაიზარდა კორპორაციაში დასაქმებულთა ხელფასები 2015-2016 წლებში, განსაკუთრებით კი გენ. დირექტორატის წევრების ანაზღაურება და პრემიები. კორპორაციის მიერ მოწერილ წერილში ვკითხულობთ, რომ კორპორაცია არ არის ადმინისტრაციული ორგანო და მასზე ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, შესაბამისად არ აქვთ ინფორმაციის გაზიარების ვალდებულება.

2016 წლის ნოემბერში მთავრობამ სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 25 პროცენტიანი წილის გასხვისება დააანონსა, თუმცა როგორც კორპორაციაში “აი, ფაქტს” განუცხადეს ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

წარმოდგენა მაქვს რას წარმოადგენს ომბუდსმენის ინსტიტუტი, ამიტომ სახალხო დამცველი არის ბოლო, ვისაც მე გავაკრიტიკებ - თამარ ჩუგოშვილი

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მიერ, უჩა ნანუაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი სახალხო დამცველის კრიტიკისგან თავს შეიკავებდა. როგორც ჩუგოშვილმა აღ

საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, H&M-ის მაღაზია 18 ნოემბერს, ზუსტად 12:00 საათზე გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სავაჭრო ბრენდმა თითქმის 2000 მოდის მოყვარულს უმასპინძლა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ისი

აშხაბადში ხელი მოეწერა ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

2017 წლის 15 ნოემბერს ქალაქ აშხაბადში, საქართველოს, ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა ავღანეთიდან სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზ

„ექსპო ჯორჯიაში“ გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონია გაიმართა

18 ნოემბერი, 2017 , 15:55

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“ - ამის შესახებ საქართველო

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციან ქემინგი იქნება

18 ნოემბერი, 2017 , 15:55

ციან ქემინგმა პროფესიული საქმიანობა 1987 წელს დაიწყო და შეუერთდა ჩინეთის დემოკრატიულ ლიგას. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ფლობს აგრონომის ბაკალავრის ხარისხს ანჰუის სოფლის მეურნეობის კოლეჯიდან, გენეტიკისა და მეც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 ნოემბერი, 2017 , 09:00

17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7268 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.29 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო