უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2017 15:40
font-size

„აუდიტორია 115“ მარიამ ჯაშს შანტაჟსა და ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს

მოძრაობა „აუდიტორია 115“ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს შანტაჟსა და ცენზურაში ადანაშაულებს.

„აუდიტორია 115“-ის წევრის, გიორგი არობელიძის განცხადებით, პარლამენტი მათ სჯის სხვადასხვა ჯგუფისადმი სოლიდარობის გამოცხადებისა და თბილისის ფილარმონიაში გამართული საკონსტიტუციო განხილვის ჩაშლის გამო.

„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გუშინ „ებერტის ფონდში“ გაიმართა შეხვედრა, სადაც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელს ხვდებოდა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „აუდიტორია 115“ და ის კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირებულია პარლამენტში და პარლამენტმა უკვე პირველი მოსმენით მიიღო.

მარიამ ჯაშმა იმ შეხვედრაზე თქვა, რომ „აუდიტორია 115“ დაისჯება იმ მოქმედებების გამო, რომლებიც მან დღემდე განახორციელა. იგულისხმება, რომ „აუდიტორია 115“-მა ხმა ამოიღო და გააპროტესტა პირველ არხზე მიმდინარე პროცესები, მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, იგულისხმება, რომ „აუდიტორია115“ დაუპირისპირდა იმ მანკიერ პრაქტიკას, რაც დამკვიდრებულია სამუშაო ადგილებზე, და ყველაზე მთავარი, რომ „აუდიტორია 115“-მა ჩაშალა ფილარმონიაში საკონსტიტუციო განხილვად წოდებული ფარსი.

და სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის კანონი, რომელიც თავისი არსით არის პროგრესული, რომელზეც ბევრმა ადამიანმა დიდი დრო დახარჯა, აღარ გავა, და ეს იქნება სასჯელი „აუდიტორია 115“-ის მიმართ“, - განაცხადა არობელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

არობელიძის თქმით, საუბარი იყო იმაზე, რომ პარლამენტი სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ რეფორმას, შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიუბრუნდეს. არობელიძის შეფასებით, ეს იმაზე მიანიშნებს, „რომ ამ პერიოდის განმავლობაში „აუდიტორია 115“ უნდა იყოს წყნარად“.

აუდიტორია 115-ის წევრის თქმით, კანონპროექტი ვაჭრობის საგანი გახდა. არობელიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის შესახებ რეფორმის მიღება აუცილებელია უნივერსიტეტისთვის, რათა იქ არსებული სიტუაცია გააუმჯობესოს.

„ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც ერთგვარი ცენზურის დაწესებას „აუდიტორია 115“-სთვის, ერთგვარ შანტაჟს, კანონპროექტით ვაჭრობასა და გავახსენებთ ქალბატონ მარიამსა და განათლების კომიტეტს, რომ „აუდიტორია 115“ რომც არ არსებობდეს, მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ კონკრეტულად ეს კანონპროექტი გავიდეს, რადგან ის შედის საუნივერსიტეტო დღის წესრიგში და მხოლოდ გააუმჯობესებს უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა არობელიძემ.

ანა მებურიშვილი

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი