უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ნოემბერი, 2016 13:25
font-size

აუდიტორია 115-ს ჰქონდა მიზეზები, თუმცა მან უკვე გადააჭარბა თავის ნორმებს - ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები

აუდიტორია 115-ს წევრები და უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები შეხვედრას მართავენ.

მანამდე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან შეიკრიბნენ და აუდიტორია 115-ს წევრებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს.

მომავალი ჟურნალისტების თქმით, მათ სწავლის პროცესში ხელი ეშლებათ.

„აუდიტორია 115-მა, როდესაც ჩვენი კორპუსი დაიკავა, არ გაითვალისწინა სტუდენტების აზრი. თვითონ ამბობენ, რომ ყველა სტუდენტი თანასწორია, ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენი უფლებები ირღვევა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენს კორპუსში დავბრუნდეთ. გასაგებია, რომ აუდიტორია 115-ს ჰქონდა მიზეზები, თუმცა მან უკვე გადააჭარბა თავის ნორმებს და ახლა უკვე ისეთ რაღაცას აკეთებენ, რაც არ უნდა გააკეთონ და ამაში სწავლის პროცესს ხელი ეშლება“,- განაცხადა მედიასთან საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნიკო ყიყიშვილმა.

აუდიტორია 115-ს წვერების თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყო ალტერნატიული სივრცის გამოყოფა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის პროცესი არ შეფერხებოდათ, თუმცა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სხვა შენობაში ლექციებზე სიარული არ შეუძლიათ.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყო ის, რომ არც ერთი ლექცია არ გაცდეს და გამოიყო ალტერნატიული სივრცე ლექციების ჩასატარებლად. თუმცა, როგორც ამ ადამიანებისგან გავიგეთ, სხვაგან ვერ შეძლებენ და არ შეუძლიათ მათ ლექციებზე სიარული. შევთავაზეთ, რომ შევხვდეთ, დავილაპარაკოთ სხვა ნებისმიერ სივრცეში. კარგი იქნება თუ შედგება შეხვედრა, თუმცა რატომღაც ეს ადამიანები უარს ამბობენ“,-აღნიშნა აუდიტორია 115-ს წევრმა გიორგი არობელიძემ.

მონიკა დავლიანიძე

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:50

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი

ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:46

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება. სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები ა

კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწ

2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ე

ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს- ლევან იზორია

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო

მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`