უკან

საზოგადოება

11 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

აუცილებელია დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას შრომის ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც დაუბრკოლებლად განახორციელებს სამუშაო ადგილების შემოწმებას, ასევე ექნება სანქციების დაწესების უფლება.

რაც შეეხება პარლამენტში განსახილველ კანონპროექტს შრომის უსაფრთხოების შესახებ, ომბუდსმენის შეფასებით, დოკუმენტი უნდა ეხებოდეს არა მარტო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, არამედ უნდა ვრცელდებოდეს ყველა სამუშაო ადგილზე.

სახალხო დამცველის აზრით, შრომის ინსპექტორმა უნდა შეამოწმოს სამუშაო გარემო ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დაცვას.

შრომის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური კამპანია წამოიწყო, რომელიც ითვალისწინებს მედიასთან თანამშრომლობასა, ასევე გაიმართება შეხვედრები დასაქმებულებთან.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირება კვლავ რჩება სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად. ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ წამოწევს შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, შესაბამის საჭიროებებსა და განსახორციელებელ ცვლილებებს. კამპანიის პერიოდში ჩატარდება სემინარი ჟურნალისტებისთვის, მომზადდება სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გაიმართება შეხვედრები დასაქმებულებთან და განხორციელდება სხვა აქტივობები. სახალხო დამცველი ასევე ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების სამუშაო ჯგუფში.

ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ეფექტური ორგანო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს მხოლოდ დასაქმებულთა თანხმობის შემთხვევაში აქვს მონიტორინგის უფლება და არც მის მიერ გაცემული რეკომენდაცია არის შესასრულებლად სავალდებულო. შეზღუდული უფლებამოსილება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.

შედეგად, სამუშაო ადგილებზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების უნივერსალური საშუალება მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შესაბამისი გამოძიებაა. სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხშირ შემთხვევაში გამოძიება ჭიანურდება და რეალური შედეგებისკენ არ არის მიმართული, რაც წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე საგამოძიებო უწყების არაეფექტურ რეაგირებას მიუთითებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის შესაბამისად:

2015 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 100 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 15 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 26 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 41 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.
2016 წელს 131 სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოში წარიმართა 11 საქმე,

სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 17 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 44 შემთხვევაში, ხოლო 76 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს

2017 წელს დაწყებული გამოძიების 46 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 4 საქმე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 შემთხვევაში, გამოძიება შეწყდა 11 შემთხვევაში, ხოლო 31 საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ უპირობო აუცილებლობად რჩება, დროულად შეიქმნას შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელი ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც ექნება დამსაქმებელთა დაუბრკოლებლად შემოწმების, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითაც აქვს ნაკისრი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე პერიოდში შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის განხილვას, რომელიც ერთი მოსმენით უკვე მიღებულია. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პარლამენტს წინადადებით მიმართა და წარუდგინა საკუთარი შენიშვნები. ამასთან, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩართულია პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში.

კანონპროექტში განსაკუთრებით პრობლემურად მიგვაჩნია კანონის მოქმედების სფერო და მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელთა დამსაქმებლებთან დაშვების საკითხი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოქმედება გავრცელდეს არა მხოლოდ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ყველა დასაქმებული იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ასევე, მაკონტროლებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ობიექტის დაუბრკოლებელი შემოწმების შესაძლებლობა ყოველგვარი წინასწარი თანხმობისა და მოსამართლის ბრძანების გარეშე. აღნიშნული შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კანონი ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სრულფასოვნად დაცვას ქვეყანაში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოებისა და მომუშავე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობაზე“, -ნათქვამია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`