უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2019 10:23
font-size

აუცილებელია, პარტნიორ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ კრიმინალური საქმიანობის ფორმებით ჩვენი მოქალაქეების გადაყვანას და არალეგალებად დარჩენას არ დავუშვებთ - თამარ ჩუგოშვილი

ფინანსური სარგებლის მიზნით უკანონო მიგრაციის პროცესის ორგანიზება დასჯადი ხდება – ახალი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის მიერაა ინიცირებული. კანონპროექტი ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

„ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს კარი გაუხსნა და ვიზების გარეშე შესვლის უფლება მისცა, იმ ფაქტით შეწუხებულია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია და ძალიან ხშირად ევროპის ქვეყნების ჰუმანური მექანიზმების გამოყენება ბოროტად ხდება.

იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეექმნას და ის დიდი მონაპოვარი რაც გვაქვს შევინარჩუნოთ, აუცილებელია, პარტნიორ ქვეყნებს ვაჩვენოთ, რომ კრიმინალური საქმიანობის ფორმებით ჩვენი მოქალაქეების გადაყვანას და არალეგალებად დარჩენას არ დავუშვებთ. ამისთვის ჩვენ კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, რომელიც სრულიად პასუხობს დასავლური ქვეყნების მოთხოვნებს. პროექტში საუბარია იმაზე, რომ თუ კი რომელიმე ორგანიზაცია ან ადამიანი ფინანსური სარგებლის მიზნით არაკანონიერ, უკანონო მიგრაციის პროცესებს აორგანიზებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ზღვარი სწორედ სარგებლის მიღებაზე გადის.

„ეს გამოძიების საკითხია. რომელიმე კომპანია თუ არსებობს, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, სხვადასხვა ქვეყნებში არალეგალებად და თავშესაფრის მაძიებლებად წავიდნენ, ეს უკანონო საქმიანობაა და ქვეყანაში არსებული კონკრეტული სისხლის სამართლის სტანდარტებით თუ დაუმტკიცდებათ, რომ ასეთ უკანონო საქმიანობას მართლაც ახორციელებენ, მათ მიმართ პასუხისმგებლობა დადგება. ეს აუცილებელი ზომაა და მინდა, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგოს.

ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადმოდგეს საქართველოს კეთილგანწყობით. მათ კარი გაგვიღეს და საქართველოს მოქალაქის პასპორტს უდიდესი ძალაუფლება მიანიჭეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უპასუხისმგებლო ქმედებებით ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი არ დავკარგოთ. მნიშვნელოვანია, პარტნიორ ქვეყნებს დავანახოთ, რომ ქვეყანა არალეგალურ მიგრაციას ხელს არ უწყობს.

ამ თემაზე კანონპროექტი ინიცირებული იყო, რომელიც ჩემი აზრით, ძალინ ხისტ ზომებს გულისხმობდა, რაც საბაჟო კონტროლზე კონკრეტული უწყების წარმომადგენლებისთვის იმის უფლებამოსილებას ითვალისწინებდა, რომ მათ გაშვებაზე უარი ეთქვათ. ეს ზედმეტი და არაპროპორციული ჩარევა იქნებოდა, ამ ვერსიაზე უარი ვთქვით. ამ კანონპროექტის გაწვევა ან ჩაგდება მოხდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წყარო: პირველი არხი

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი