კონფლიქტის ზონა
აუცილებელია სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების მიმართ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოსახლეობა არ შემცირდეს - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მეჯვრისხევისა და ახალუბნის მოსახლეობას შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მეჯვრისხევისა და ახალუბნის მაცხოვრებლებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ სოფლებში დღემდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია სხვადასხვა პროგრამების, მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოსახლეობის, მეტწილად კი ახალგაზრდების საცხოვრებელი ადგილებიდან მიგრაცია, რაც ქვეყანას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების დაცარიელების საფრთხეს უქმნის.
„აუცილებელია, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდეს ამ 83 სოფლის მიმართ და ყველაფერი გაკეთდეს, რათა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არ შემცირდეს, ვინაიდან სადაც არ ვიქნებით ჩვენ, ყოველთვის არის საფრთხე, რომ მოვა სხვა, ვინც ჩვენს ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ინტენსიურად ხვდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ატყობინებს როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას.
საკვანძო სიტყვები:
სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
24 თებერვალი, 2026 , 17:00
9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
11 თებერვალი, 2026 , 09:59
ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
22 იანვარი, 2026 , 19:58
სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
20 იანვარი, 2026 , 16:35
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა
31 დეკემბერი, 2025 , 16:05
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
24 დეკემბერი, 2025 , 17:07


