უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2017 18:45
font-size

აუცილებლად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგისთვის - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება.

საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი.

,,რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ.

ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს.

ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მათი დაცვა-რესტავრაციისა.

ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადო სამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან’’, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს - გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 12:25

ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 15

„კავკასუს ონლაინი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს

12 აგვისტო, 2020 , 12:25

ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ეზუგბაია

12 აგვისტო, 2020 , 11:45

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „დადასტურებუ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი აშენდა

12 აგვისტო, 2020 , 11:45

საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონებშიც განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა. წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ა

კორონავიურის 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია

12 აგვისტო, 2020 , 11:45

დღეისთვის, სოფელ ლენჯერის წყაროსთან დადასტურებული კონტაქტის 30 შემთხევაა გამოვლენილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდე

გილოცავთ დიდგორობას - გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 11:20

გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე