უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
არქივი
საზოგადოება
ავარიული სახლების ჩანაცვლების წესის მიუხედავად, მრავალ ოჯახს უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება - ამასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები ვერ უზრუნველყოფს - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 14 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევით გამოწვეული მსხვერპლის გამო.
სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.
როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია, სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია როგორც მცხოვრებლებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.
სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს“, – აღნიშულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
14 ნოემბერი, 2025 , 16:00
საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
14 ნოემბერი, 2025 , 15:54
15-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
14 ნოემბერი, 2025 , 15:41
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
14 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
14 ნოემბერი, 2025 , 15:03
საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
14 ნოემბერი, 2025 , 13:03

