უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 აგვისტო, 2021 17:54
font-size

ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი – რევაზ ჯაველიძე

საქართველომ ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში.

"როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი $7 მილიარდით აზარალა

4 ოქტომბერი, 2021 , 23:28

სოციალური ქსელების შეფერხებამ Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის $7 მილიარდი შეამცირა. ამ დროისთვის, მისი ქონება $115,8 მილიარდიa. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს. გამოცემის ცნობით

Facebook, Instagram და WhatsApp გათიშულია

4 ოქტომბერი, 2021 , 21:03

facebook, Instagram და WhatsApp ამჟამად გათიშულია. ამასთან დაკავშირებთ სოციალური ქსელი ფეისბუკი გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ვიცით, რომ შეფერხება არსებობს ჩვენს აპლიკაციებსა და პ

ევროკავშირის ცისფერი ბარათის ახალი წესები მაღალკვალიფიციური მიგრანტების ევროპაში დასაქმებას გაამარტივებს

17 სექტემბერი, 2021 , 13:37

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის ცისფერი ბარათის რეფორმა, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დასაქმებას გაუმარტივებს. რეფორმა, ამასთან, ძირითად სექტორებში სამუშაო ძალის დეფიციტის

კანადის პრემიერ-მინისტრს დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს

7 სექტემბერი, 2021 , 12:07

კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მაშინ, როცა ავტობუსში ბრუნდებოდა, ქვები დაუშინეს, - ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევისას, ის არ დაშავებულა. დემონსტრანტები, ზოგიერთ სფერო

მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

6 სექტემბერი, 2021 , 19:17

მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა. ფრანგული თეატრისა და კინოს ლეგენდა 88 წლის იყო. ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს პარიზის გარეუბანში ნეილი-სურ-სეინში დაიბადა. მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა 1958 წელს, ჟან-ლუკ გოდარის ფილმ

ავღანეთის ახალ მთავრობას ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აბდულ ღანი ბარადარი უხელმძღვანელებს

3 სექტემბერი, 2021 , 12:18

„როიტერის“ ინფორმაციით, „თალიბანში“ განაცხადეს, რომ ავღანეთის ახალ მთავრობას, რომელიც მალე გამოცხადდება, უხელმძღვანელებს ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი