უკან
მსოფლიო
11 თებერვალი, 2017 17:25
ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის გილმენდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 21-მა სხვდასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. თვიმკვლელმა თავი დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯფუგებას არ აუღია.
მონიკა დავლიანიძე