უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
საზოგადოება


ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოდან ბავშვების წერილები მიიღეს
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო. თბილისის, ფოთის, მესტიის, მარნეულისა და ქუთაისის საჯარო სკოლებში შეგროვებულ წერილებთან ერთად, ბავშვებმა ჯარისკაცებს სხვადასხვა საჩუქრებიც გაუგზავნეს და ქართველ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო ბარათები მოამზადეს, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემა.
„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებში შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
საკვანძო სიტყვები:
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
13 აპრილი, 2021 , 10:42