უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 დეკემბერი, 2019 15:25
font-size

ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

"ავღანეთში წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ლიკვიდირებულია 9 და დაკავებულია 1 ტერორისტი", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

"ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო სამხედრო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კოალიციურ ძალებთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას. ქართველი მშვიდობისმყოფელები პერიმეტრის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებლები. მათი ნაწილი კოშკურებიდან უზრუნველყოფდა ბაზის დაცვას, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, ლოკალურ წერტილზე მოწინააღმდეგის ბლოკირება მოახდინა. მე-12 ბატალიონის მეთაურის ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების დროული მისვლით და ბლოკირებით, მოწინააღმდეგემ თავისი მიზნის ბოლომდე შესრულება ვერ განახორციელა",- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაკავებულია ერთი ტერორისტი.

"კოალიციური ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 9, ხოლო დაკავებულია ერთი ტერორისტი. ამ ეტაპისთვის სამხედრო ბაზაზე მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია. ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არ დაშავებულან. ისინი კვლავ აგრძელებენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას.ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც მსუბუქად დაშავდა 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა და ხუთივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას ნოემბრიდან ასრულებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

აუცილებელია გაფართოება და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს - მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი, 2020 , 16:50

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ნატოს გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი უნდა გახდეს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.&nb

ქვეყანა მზად არის 31 იანვარს ევროკავშირი დატოვოს -ბორის ჯონსონი

23 იანვარი, 2020 , 10:55

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთა და მზად არის, 31 იანვარს ევროკავშირი დატოვოს. ბორის ჯონსონის ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ გაავრც

ერთ წელიწადში სიმსივნეს დავამარცხებთ! - ებრაელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

21 იანვარი, 2020 , 15:35

ისრაელის ფარმაცევტული კომპანია Accelerated Evolution Biotechnologies ერთ წელიწადში აპირებს წარმოადგინოს "სრულფასოვანი წამალი სიმსივნის განსაკურნებლად". კომპანიის წარმომადგენლის დენ არიდორის თქმით, ეს რევოლუციური გარღვევა

როგორ დაასრულა ოლიგარქმა, რომელიც მოლდოვას არაფორმალურად მართავდა

20 იანვარი, 2020 , 10:50

"ჩრდილოვანი მმართველი" - ასე მოიხსენიებდნენ საერთაშორისო მედიასა, თუ პირად საუბრებში ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც მოლდოვას 9 წლის განმავლობაში არაფორმალურად მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობა, რო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:51

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი, 2020 , 17:50

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`