უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 ოქტომბერი, 2017 17:15
font-size

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისსა და ათენს შორის მიმართულებას ამატებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა.

ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს ფრენებს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში.
ბილეთების შეძენა სულ რაღაც 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე : wizzair.com.

ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 333 000 მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

სორინა რაცი, ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერი : ,,სიხარულით მინდა გაცნობოთ დღეიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ. ამ რეგიონის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ვეცდებით ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები შემოგთავაზოთ. ახლახანს დავამატეთ ფრენები პარიზის, რომის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით. ჩვენი გამოცდილი ეკიპაჟი გულწრფელად ელის ქართველ მომხმარებელს ჩვენს ახალ თვითმფრინავებში.“

შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

21 აგვისტო, 2019 , 17:05

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა.

კაჭრეთი ხანძარი ლოკალიზებულია

20 აგვისტო, 2019 , 16:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიც

ზემო კაჭრეთში ტყეს ცეცხლი უკიდია

20 აგვისტო, 2019 , 15:24

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ცეცხლი ტყის მასივის ნაწილს მოედო. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალამდე შტორმია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს მიმართავს

19 აგვისტო, 2019 , 11:06

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ

22 აგვისტომდე, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება

19 აგვისტო, 2019 , 10:39

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ა

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მოსახლეობას შეხვდნენ

17 აგვისტო, 2019 , 11:12

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს