უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 სექტემბერი, 2017 14:20
font-size

ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოდან ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყებას აანონსებს

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ ვროცლავის მიმართულებით ფრენების დაწყება დააანონსა. ავიარეისები შესრულდება 2018 წლის 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე: www.wizzair.com, ფასები 79.99 ლარიდან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ვიზეარის“ აღნიშნული დაბალბიუჯეტური ავიარეისი ორი ქვეყნის დამაკავშირებელი უკვე მესამე მიმართულებაა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ზრუნავს თავისი სამარშრუტო ქსელის გაფართოვებაზე, რათა ქართველ მომხმარებელს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის არჩევანი შესთავაზოს. შარშან ქუთაისი „ვიზეარის“ 25-ე ბაზა გახდა A320 ტიპის ბაზირებული საჰაერო ხომალდით, რისთვისაც 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 36 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირების გაფართოვების შედეგად, „ვიზეარმა“ წელს 205,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 198%-იანი ზრდაა.

„ვიზეარის“ დაბალბიუჯეტური ავიამიმართულებების ქსელი ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებს სთავაზობს 12 დაბალბიუჯეტურ მიმართულებას 8 ქვეყანაში. ამ მიმართულებებით ბილეთების შეძენა შეიძლება ავიაკომპანიის საიტზე wizzair.com ან უფასო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ფასები 49.99 ლარიდან იწყება. ავიაკომპანიის მგზავრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ დამაკავშირებელი მიმართულებები „ვიზეარის“ ავიაქსელის 42 ქვეყნის 143 მიმართულებაზე.

ერთი გზის ბილეთის ფასი, მოიცავს ყველა მოსაკრებელს და სავალდებულო გადასახადს.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი