უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 ნოემბერი, 2018 15:10
font-size

ავიწყდებათ ხოლმე, რომ დაახლოებით 2007-2008 წლებში, როცა ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე მყარი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის.

„მსურს, შევეხო გაცვლითი კურსის რეჟიმს. საქართველოს ტიპის მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მნიშვნელოვნად ინტეგრირებული სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე რომელიმე ეკონომიკასთან და კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, მცურავი გაცვლითი კურსის არსებობა აუცილებელია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის. მოქნილი გაცვლითი კურსის მნიშვნელობა არაერთხელ დადასტურდა გასული წლების კრიზისების დროს, როგორც რეგიონის, ასევე სხვა მრავალი ქვეყნის გამოცდილებით. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს 2014-2015 წლების კრიზისიც, როცა რეგიონის გარკვეულ ქვეყნებში კურსი მოკლევადიანი რყევების შეჩერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, გრძელვადიან პერიოდში კურსის დიდი გაუფასურება დაფიქსირდა“, - განაცხადა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, კურსის მოკლევადიანი მერყეობა უზრუნველყოფს მის გრძელვადიან სტაბილურობას. გვენეტაძის განმარტებით, ინფლაციასა და ლარის კურის მერყეობას შორის ცალსახა კავშირი არ არსებობს.

„ჩვენთან, სამწუხაროდ, ხშირად აიგივებენ ინფლაციასა და ლარის კურსის გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ხშირად იხსენებენ, რომ წლების წინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ამავე დროს ავიწყდებათ იმის თქმა, რომ იმ პერიოდში, დაახლოებით 2007-2008 წლებში, როცა ლარის კურსი დოლარის მიმართ ყველაზე მყარი იყო, ინფლაციის მაჩვენებელი 10%-ს აღემატებოდა. მხოლოდ ამ ფაქტზე დაყრდნობით კატეგორიული დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ ეს ამის ნათელი მაგალითია, რომ ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არ არის“, - განაცხადა გვენეტაძემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8042 ლარი გახდა

27 თებერვალი, 2020 , 16:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერილმა ქაშერულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

27 თებერვალი, 2020 , 13:35

გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე- MUNDUS VINI ქართული კომპანია „ბადაგონის“ მიერ წარმოებულმა ქაშერულმა ღვინომ „საფერავი ქაშერი“ (წითელი მშრალი) ოქროს მედალი მოიპოვა. კომ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`