უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ივნისი, 2017 16:55
font-size

ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან და ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური თბილისში, ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ნიკიფორე ირბახის, ალექსანდრე წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, განხორციელდება 1,5 კმ-ზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია და მოეწყობა გზის საფარი.

თბილისის მერის თქმით, კეთდება ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, სადაც გზა საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ გაკეთებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, რათა სწავლის დაწყებისთვის გზა ორივე მიმართულებით იყოს გახსნილი. ასფალტის ახალი საფარი დაიგება ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის ქუჩებზე. ასევე, გზის დაზიანებული ნაწილი აღდგება მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები ზურაბიშვილის ქუჩის მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეწყობა ტროტუარები, მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდება.

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი

17 აპრილი, 2021 , 15:55

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გ

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

17 აპრილი, 2021 , 15:09

"არა ნამოხვანჰესს!" - რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს და ამბობენ რომ ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნ

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს

17 აპრილი, 2021 , 15:04

გეოლოგი თეა გოდოლაძე ფეისბუქზე ვაშლიჯვრის დამეწყრილი ტერიტორიიდან ახალ ფოტოს ავრცელებს: "ეს არის უკვე მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი. მეშინია რომ ვდებ, ხვალე კომპანიის კარდიოლოგი დირექტორი ამოავს

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს

17 აპრილი, 2021 , 14:41

რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ, მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. "დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით იქ გილდიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და მოითხოვ

პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა

17 აპრილი, 2021 , 14:29

სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა.    ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.    სახალხო დამცველი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე

17 აპრილი, 2021 , 12:57

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალ