უკან
მსოფლიო
15 დეკემბერი, 2018 11:40
ავსტრალია აპირებს, დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის მთავრობა აპირებს, აღიაროს დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად.
თუმცა მან აღნიშნა, რომ ავსტრალიის საელჩო ისრაელში არ გადავა ტელ ავივიდან იერუსალიმში.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ავსტრალია ასევე აღიარებს პალესტინის სწრაფვას აღმოსავლეთ იერუსალიმის მის დედაქალაქად აღიარებასთან დაკავშირებით.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სადავო საკითხია. ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ განცხადება გასულ წელს დონალდ ტრამპმა გააკეთა. მოგვიანებით, ამ წლის მაისში მან აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა.
შემდგომში შტატების გადაწყვეტილებას ჩეხეთი, ბრაზილია, გვატემალა და ჰონდურასიცშეუერთდნენ.