უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 ივნისი, 2018 14:25
font-size

ავსტრიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ვენის მერიის სახალხო დარბაზში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მაკა ბოჭორიშვილმა, ვენის ფედერალური მიწის საკრებულოს წევრმა ომარ ალ რავიმ და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კატარინა ვიზერმა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო გამოფენა და ანსამბლ “ქართული ხმების“ კონცერტი. ასევე, მიღების ფარგლებში, ავსტრიელმა მხატვარმა ანდრეას სტიქსმა საქართველოს საელჩოს საჩუქრად გადასცა საკუთარი ნამუშევარი, რომელზეც საქართველოს სიმბოლოებია გამოსახული.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ავსტრიის პოლიტიკური და კულტურული წრეების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია

14 დეკემბერი, 2018 , 11:45

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა  სტრასბურგის ნ

თურქეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 43 დაშავდა

13 დეკემბერი, 2018 , 12:10

თურქეთში, ანკარა-კონიას გზაზე ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი რკინიგზის გადასასვლელ ხიდს შეეჯახა, რომლის შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, შეჯახების შემდეგ მატარებლის ორი ვაგო

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

12 დეკემბერი, 2018 , 15:55

ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფის

საქართველოს ელჩი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

12 დეკემბერი, 2018 , 14:55

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თ

მალაიზიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კუალა-ლუმპურში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგე

აზიის ზრდის მაჩვენებელი აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტის მიუხედავად მდგრადია

12 დეკემბერი, 2018 , 14:15

განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკები საგარეო გამოწვევებს მზარდი შიდა მოთხოვნის ხარჯზე წარმატებით უმკლავდებიან, ხოლო, ინფლაციური წნეხები სუსტდება, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) ახალ ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`