უკან

პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2016 12:40
font-size

ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არჩევნებიდან უნდა მოიხსნას - ვიქტორ დოლიძე

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ფარული ჩანაწერის ავთენტურობის დამტკიცების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არჩევნებიდან უნდა მოიხსნას.

„ნაციონალული მოძრაობა ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც ძალადობით მოიპოვა ხელისუფლება და ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო ადამიანის წინააღმდეგ განწყობილი. თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდება, ეს პოლიტიკური გაერთიანება უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. ამის მერე, ვინ უნდა მისცეს ნაციონალურ მოძრაობას ხმა, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან პრესკონფერენციაზე შესაბამის უწყებებს დროულად გამოძიებისკენ მოუწოდა.

„თუ ავთენტურობა დამტკიცდება, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მონაწილე პირი და დაისვენებს ხალხიც და ქვეყანაც. ავთენტურობის დამტკიცებას არ სჭირდება ბევრი დრო ", - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, YouTube-ზე გამოქვეყნდა ფარული საუბრის ჩანაწერი.

საუბარში სავარაუდოდ მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი, რომლებიც სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების გეგმას განიხილავენ.

ფარულ ჩანაწერთან დაკავშრებით სუს-მა გამოძიება დაიწყო და პარტიის ლიდერები, დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მოტივით, მისვლას არ აპირებენ.

მონიკა დავლიანიძე

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი