უკან

მოზაიკა

9 სექტემბერი, 2021 09:52
font-size

ავტოდაზღვევა სახლიდან გაუსვლელად

დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული სერვისია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთების დაზიანებისას ავინაზღაუროთ ფინანსური ზარალი.

ავტოდაზღვევის ქონა კი კიდევ უფრო მნიშვენლოვანია, რადგანაც ავტოსაგზაო შემთხვევისას შესაძლოა ჩვენი მანქანის გარდა, მესამე პირის ავტომობილი, ჯანმრთელობა ან ქონება დავაზიანოთ.

იმისათვის, რომ ზედმეტი დარდი თავიდან ავირიდოთ, სჯობს რისკები წინასწარ შევაფასოთ. ამით, უპირველესად, გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დავიცავთ თავს. ამ სტატიაში გაგაცნობთ როგორ შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ავტომობილი სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში.

ავტოდაზღვევის ციფრული სივრცე

თიბისი დაზღვევის ციფრული პლატფორმით ავტომობილის დაზღვევა ყველასთვის მარტივი, მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია. მომხმრებელს სრული სადაზღვევო სერვისის მიღება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. აქ, ერთ სივრცეში, დისტანციურადაა შესაძლებელი სადაზღვევო ხელშეკრულების გაცნობა, ავტოდაზღვევის შეძენა და ანაზღაურების მოთხოვნა.

თიბისი დაზღვევა ცდილობს მომხმარებელს მაქსიმალურად გაუმარტივოს სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობა და ახალი კამპანია „ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე“ წამოიწყო. ეს გულისხმობს ყველასთვის გასაგებ, გამარტივებული ენით დაწერილ სადაზღვევო კონტრაქტს, თვალისთვის კარგად აღსაქმელ ფონტს და წინადადებების წყობას, რაც ყველა არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს საშუალებას მისცემს ბოლომდე ჩაიკითხოს და გულდასმით გაეცნოს მის შინაარს.

ავტოდაზღვევით დაინტერესებულ პირებს ვებგვერდზე რამდენიმე განსხვავებული სახის ნაკრები დახვდებათ. სხვადასხვა ნაკრებს შორის გამოირჩევა სრული ავტოდაზღვევა, რომელიც მძღოლებს ყველაზე სრულყოფილ და კომფორტულ პირობებს სთავაზობს.

სრული ნაკრების შეძენით თქვენ აზღვევთ ავტომობილს ყველა სახის დაზიანებისგან, იღებთ მესამე პირის მიმართ თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას და ამასთან ერთად აზღვევთ თქვენი, როგორც მძღოლის, და ასევე თქვენი მგზავრების ჯანმრთელობას. ამ ყველაფერს კი ერთი ნაკრებით მიიღებთ.

სრული ავტოდაზღვევის შეძენით დაზღვეული გექნებათ შემდეგი რისკები:

-ავტოსაგზაო შემთხვევა;

-ავტომობილის ძარის გარე ვიზუალურ ნაწილზე ცხოველის ან/და ფრინველისგან მიყენებული დაზიანება;

-ხანძარი, აფეთქება;

-სტიქიური მოვლენები;

-ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა ან ამის მცდელობა;

-ვანდალიზმი;

-საგნის დაცემა.

სრული ნაკრები ყველა რისკის სრულად მოცვას გულისხმობს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ამ ნაკრებში ერთიანდება ორი მცირე ნაკრები:

-მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც გულისხმობს თქვენი ბრალეულობით მომხდარი ავტოსგზაო შემთხვევების დაზღვევას. თუ ავარიის დროს დააზიანებთ მესამე პირის ქონებას, ავტომობილს ან ჯანრთელობას, მიყენებულ ზიანს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

-ამავე დროს დაზღვეული გექნებათ მძღოლის და ყველა მგზავრის ჯანმრთელობა. თიბისი დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს.

სრული ავტოდაზღვევა სრულ სიმშვიდეს ნიშნავს. იმისათვის, რომ თქვენს სიმშვიდეს საფრთხე არაფერმა შეუქმნას, საჩუქრად გზაზე გადაადგილებისას ავტოტექნიკურ დახმარებას მიიღებთ, რომლით სარგბლობაც 24/7-ზე შეგეძლებათ. ეს პაკეტი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა ევაკუატორის მოსახურება, ადგილზე საწვავის მიტანა, საბურავის გამოცვლა და ავტომობილის დაქოქვა. ავტოასისტანსით სარგებლობას თბილისში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში შეძლებთ.

გარდა ამისა, სრული დაზღვევის ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება თიბისი დაზღვევის პარტნიორ ორგანიზაციებში ფასდაკლებებით და აქციებით ისარგებლოს. ის რაც ყველა მძღოლს სჭირდება ავტოტექმომსახურება და მანქანის რეცხვაა. სრული ნაკრების შეძენის შემდეგ, თქვენ 20-ზე მეტ პარტნიორ სამრეცხაოში შეძლებთ მანქანის სააქციო ფასად გარეცხვას. ასევე მიიღებთ ფასდაკლებას სხვადახვა სერვის-ცენტრში მანქანის შეფასებისა და შეკეთებისთვის.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ. თქვენ არ მოგიწევთ სადაზღვევო აგენტთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების გამართვა და დროის კარგვა. ყველაფერი ბევრად მარტივია - მიჰყევით ბმულს და დააზღვიეთ თქვენი ავტომობილი ყველა სახის დაზიანებისგან, თქვენ კი თავიდან აირიდებთ მოულოდნელ ხარჯებს, რომელსაც ავტოავარიები იწვევს.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კი ანაზღაურების ონლაინ მიღება შეგიძლიათ. თიბისი დაზღვევის ციფრული პლატფორმა გიადვილებთ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობას და თავიდან გარიდებთ ფორმალურ, ბიუროკრატიულ მხარეს. თუ ავტოდაზღვევას ეძებთ - თიბისი დაზღვევა მარტივია.

NS

თანამედროვე ტრენდები ბიზნესში

20 ოქტომბერი, 2021 , 18:49

სტატისტიკურად, 2019 წელს 2.05 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ შესყიდვებით, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 21.55% ინტერნეტის საშუალებით ყიდულობს პროდუქციას.  მიმდინარე წლის ბოლომდე,  ამ მაჩვ

BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

18 ოქტომბერი, 2021 , 21:37

Bentley Bentayga თავისი სეგმენტის უპირობო ეტალონია დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში ახალი დიზაინი განსახიერებს ბენტლის ბრენ

მიეცი ხმა და მოხატე სტადიონი შენს უბანში!

18 ოქტომბერი, 2021 , 17:18

-ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს -მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა -ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქ

სამედიცინი მაღაზია “ახალი ხედვა” - ორთოპედიული ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანი

18 ოქტომბერი, 2021 , 11:49

კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.  ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს

რამდენად საშიშია ვარიკოზი?

18 ოქტომბერი, 2021 , 10:09

ვარიკოზი გავრცელებული ვენური დაავადებაა და ის ძირითადად წლების მატებასთან ერთად ქალებში ვლინდება. დიდხანს დგომისა და ჯდომის შემდეგ თუ  ფეხების შეშუპება, სიმძიმე  და წვის შეგრძნება გაწუხებთ, უნდა გადაამოწმოთ, შე

ქართულ კიბერსპორტში ახალი ერა იწყება!

16 ოქტომბერი, 2021 , 13:00

ევროპაბეთისა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ურთიერთთანაშრომლობის შედეგად, კიბერსპორტში უპრეცედენტო ტურნირი იწყება, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება. მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში არ ჩა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი