უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2020 17:52
font-size

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაცმოძრაობა` პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა" სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღეს დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ სეგმენტში მონოპოლიური მმართველობა უნდა დასრულდეს.

მისივე თქმით, ენმ-ის გამარჯვების შემდეგ, უახლოეს სამ თვეში რამდენიმე პლატფორმა შეიქმნება, სადაც მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო ექნებათ საქმიანობისთვის.

„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ჩვენს მეზობლებთან ჰარმონიზაციას მოვახდენთ და ჩვენს ბაზარს, ისე როგორც ეს 2012 წლამდე იყო, იმ მყიდველს დავუბრუნებთ, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არიან, ეს არაერთხელ გაგვიკეთებია, ასე გავაკეთებთ ოქტობრის შემდეგაც. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ავტოდილერებს გავუადვილებთ წვდომას ფინანსურ რესურსზე, ხოლო სახელწიფო მათ გარანტად დაუდგება, რათა საფინანსო ინსტიტუტებიდან და ბანკებიდან ნაკლებ პროცენტად შეძლონ და აიღონ თანხა იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს. მესამე - ჩვენ არ დავუშვებთ ამ ბიზნესში მონოპოლიას, არ დავუშვებთ იმას, რომ ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ოპერატორი იყოს და ავტოდილერები გააწვალოს, გაუზარდოს ფასები და მოახდინოს მათი შევიწროება. პირველივე სამ თვეში აუცილებლად არაერთ ალტერნატიულ პლატფორმას გავაჩენთ იმისათვის, რომ ავტოდილერებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი ავტომობილები იქ სადაც, მათთვის ხელსაყრელი პირობები იქნება განათავსონ და შესაბამისად, თავიანთი ბიზნესი აწარმოონ“,-განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი