უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ოქტომბერი, 2021 21:47
font-size

ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის. საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის უსაფრთხო გადაყვანისთვის ვერტმფრენსაც გამოვიყენებთ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო მზად არის, სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს. რატი ბრეგაძემ ეს განცხადება სუს-ის მიერ სახელმწიფოს დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების კომენტირებისას გააკეთა.


„ჩვენ ვიხილეთ, რომ საუბარი იყო შესაძლო ძალიან მძიმე დანაშაულზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დეზინფორმაციის გავრცელებით და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მანიპულირებით ცდილობს ქვეყანაში არეულობის შემოტანას. ამის მაგალითად იუსტიციის მინისტრმა №17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძარი მოიყვანა.

„როდესაც №17 დაწესებულებაში გაჩნდა ხანძარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას დაემთხვა, მაშინაც ავტომატურად დაიწყეს განცხადებების კეთება, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი, გამოკეტილი ჰყავდათ პატიმრებს დაცვა და ჩვენ ამ ბუნტს ვახშობდით. ეს იყო მორალური დაცემის კლასიკური მაგალითი. დავინახეთ, თუ სადამდე შეიძლება დაეშვას პოლიტიკური ჟინით და ძალაუფლების უკან დაბრუნების სურვილით დაბრმავებული პოლიტიკოსი. ჩვენი პასუხი ყოველთვის არის სიმშვიდე და სიმართლის თქმა. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და ბევრად უკეთ იქნება კიდევ ხვალ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი