უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
ავტომანქანა „Subaru“ „BMW“–სა და „Audi“–სთან `შეაჯვარეს~ 15.07.2012 15:39

ბრიტანელმა ავტომოყვარულმა „Subaru“ „BMW“–სა და „Audi“–სთან `შეაჯვარა~. მან თავის ავტომობილ „Subaru“–ზე „BMW“–სა და „Audi“–ს ძარას ნაწილები დაამონტაჟა. ამ „შეჯვარების“ შედეგად მიღებული მანქანა „eBay“–ს აუქციონზე არის გატანილი. ამ პროექტის განხორციელების საფუძვლად ლურჯი ფერის გაუმჯობესებული სედანი „შუბარუ Iმპრეზა ჭღX“ გამოიყენეს, რომელიც 1993 წელს არის გამოშვებული. იგი აღჭურვილია ორლიტრიანი ტურბირებული ძრავით, რომლის სიმძლავრეც 240 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანის შექმნისას გამოყენებულია ჩართვისა და სამუხრუჭე სპორტული სისტემები. ავტომანქანის ღირებულება 1 650 ფუნტი სტერლინგიდან იწყება. ის ამჟამად დიდი ბრიტანეთის ქალაქ იპსვიჩშია. მისი მფლობელი აცხადებს, რომ მანქანსას მხოლოდ იმ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს მიჰყიდის, რომელშიც თავადვე ცხოვრობს.