ავტომწარმოებელი: ახალი “Lexus IS“–ის რევოლუციური ავტომანქანა გახდება
08.07.2012 16:16
ავტომწარმოებელი ახალი “Lexus IS“–ის რევოლუციურად ქცევას წინასწარმეტყველებს. “Lexus IS“–ის სახეობის ავტომობილების მომდევნო თაობა რევოლუციური გახდება, რადგან იაპონელი მწარმოებელი თავს უფლებას ვერ მისცემს, ამ მოდელის ევოლუცია მოხდეს, –– იუწყება გამოცემა „Drive“. წყაროს ცნობთ, ეს განცხადება „Lexus Australia“–ს მარკეტინგის დირექტორმა პიტერ ევანსმა გააკეთა.
ახალი ავტომანქანის გარეგნული დიზაინი “Lexus IS“–ის ჯგუფის სხვა ახალი მოდელებისას დაემსგავსება, რომელთა შორისაა კროსოვერი „RX“, სედანი „GS“ და ყველგანმავალი „LX“.
წინასწარი ინფორმაციით, “Lexus IS“ შესაძლოა, სპორტქარ „Toyota GT 86“–ის უკანა წამყვანი თვლების პლატფორმაზე აიგოს. ძრავების გამაში კი 4– და 16–ცილინდრიანი ბენზინის ძრავები მოხვდეს. ასევე არ არის გამორიცხული ძრავის ჰიბრიდული ვარიანტის გამოჩენაც.
ახალი ავტომანქანის –– “Lexus IS“ დებიუტი მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.


















