უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 ივლისი, 2022 12:26
font-size

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე.

„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ედა 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდევადით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი