პოლიტიკა
ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი
ერთ წამითაც არ დაიჯეროთ ვინმემ, რომ ბიძინას ფეხებზე ჰკიდია ეს აქციები და არანაირ პრობლემას არ უქმნის. თვითონ კი ცდილობს ასეთი შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ ანალიტოკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ცხადია, მე არ ვფიქრობ რომ რეჟიმი აგონიაშია, ხვალ-ზეგ ჩამოიშლება და ა.შ. პირიქით, ძალიანაც მობილიზებულია და გააფთრებით იბრძვის, მააააგრაამ... დიახ, აქ არის ერთი დიდი მაგრამ.
რაც არ უნდა იყოს ივანიშვილის განზრახვა, რუსეთის აგენტი იქნება იგი, ირანის, აზერბაიჯანის ან აბუ-დაბის თუ მისთვის მხოლოდ პიროვნული ძალაუფლებაა მთავარი და სხვა ყველაფერი რესურსი და საშუალება, უკლებლივ ყველა შემთხვევაში მას ჰაერივით ჭირდება შიდა და გარე ლეგიტიმაცია, როგორც სტაბილურობის გარანტის.
რატომ ჭირდება? იმიტომ, რომ დასავლეთი იქნება, ჩრდილოეთი თუ აღმოსავლეთი, არსებულ ვითარებაში არასტაბილურ ქვეყანასთან საქმეს არავინ დაიჭერს. ამერიკაშიც და ევროპაშიც ბიძინას მორალური და პოლიტიკური რეპუტაცია ისედაც ნულია და თუ სიტუაციის დაჭერასაც ვერ ახერხებს, თუ ქვეყანაში მიდის უწყვეტი აქციები, ყოველდღე იკეტება დედაქალაქის ცენტრალური გამზირი და ამას ხელისუფლება ვერ აჩერებს, ვინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას? მეტიც, ამ ვითარებაში ბიძინას სანქცირების ალბათობაც მკვეთრად იზრდება.
მეორეს მხრივ კი ვის უნდა ამ რეგიონში ისეთი ლიდერი, რომელიც ვერც შიდა სიტუაციას იჭერს და ამერიკაში და ევროპაშიც კეთროვანია? ასეთ ლიდერთან არც არაბული სამყარო ითანამშრომლებს სერიოზულად, არც ჩინეთისთვისაა საინტერესო, არც აზერბაიჯანი მოინდომებს მასთან პარტნიორობას და თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთსაც კი არაფერში არგია. შესაბამისად საერთაშორისო დონეზე აღარ დარჩება არავინ, ვის სასიცოცხლო ინტერესებშიც შეიძლება იყოს ბიძინას ხელისუფლებაში ყოფნა, რაც გარდუვალად განაპირობებს ან მის წასვლას პოლიტიკიდან, ან ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოშლას.
სწორედ ამიტომ ბიძინასთვის არსებითად მნიშვნელოვანია სრულად ჩაახშოს პროტესტი და ქართველმა ხალხმა აღიაროს მისი მმართველობის გარდუვალობა. სანამ ამისთვის ვერ მიუღწევია, მანამდე მის თავზე სულ დამოკლეს მახვილივით ეკიდება საერთაშორისო იზოლაციის, სანქციების და ძალაუფლების ვერტიკალის ჩამოშლის საფრთხე.
ასე, რომ ბიძინას ეს აქციები არათუ არ ჰკიდია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი აშფოთებს და ნერვებს არ უშლის ისე, როგორც ყოველ საღამოს გადაკეტილი რუსთაველი.
სწორედ ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს ეს სახალხო პროტესტი. კი ბატონო, რაღაცეები დასახვეწია, ახალი კრეატიული ფორმებიცაა მოსაძებნი, მაგრამ სანამ ეს კერა არსებობს, არსებობს სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნების რეალური შანსიც. ერთადერთი ის უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ამბავი. პინოჩეტის დიქტატურის დასრულებას ჩილეში წელიწადზე მეტი ხნის გაბმული პროტესტი დაჭირდა და ის დიქტატურა ივანიშვილის რეჟიმზე ბევრად სასტიკი და სისხლიანი იყო. არსებობს ასევე სომხეთის გამოცდილებაც და ფაშინიანამდე სომხეთის ხელისუფლებაც არანაკლებ ავტორიტარული გახლდათ ვიდრე დღეს ჩვენი მშობლიური.
მოკლედ, ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს. დანარჩენი ჩვენზეა,“ - დაწერა დავით ზურაბიშვილმა.
იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური
23 იანვარი, 2026 , 10:38
ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:49
ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:46
ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:19
ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:14
ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე
23 იანვარი, 2026 , 09:09


