უკან
მსოფლიო
3 ივლისი, 2017 15:50
ავტოსაგზაო კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 30 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი
დღეს ბავარიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მიუნჰბერგთან 48-კაციანი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აფეთქდა.
დოიჩე ველეს ინფორმაციით, ამ ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 მგზავრი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
„30 მგზავრი გადაყვანილია საავადმყოფოში, ზოგიერთი სერიოზული დაზიანებებით, ზოგიერთი კი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსში ცეცხლის გაჩენისას“, - წერია ადგილობრივი პოლიციის ტვიტერის გვერდზე.
პოლიციის პრესსპიკერის, ირენ ბრენდშტაინის განცხადებით, მგზავრები პენსიონერები იყვნენ.
ანა მებურიშვილი