უკან
საზოგადოება
22 ოქტომბერი, 2018 11:55
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ავტომანქანა დაზიანდა, არის მსხვერპლი
თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომობილმა თბილისი-რუთავის მიკროავტობუსს გადაასწრო და „მერსედესს“ შეეჯახა, რომელიც სხვა ავტომანქანებს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად „მერსედესში" მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ავტომანქანა დაზიანდა.