უკან

საზოგადოება

23 მარტი, 2017 17:35
font-size

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვნის დარუპვის გამო შაბათს აქცია „შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ გაიმართება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ დააანონსა აქცია „შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“, რომელიც თბილისის პარლამენტის წინ 25 მარტს 13 საათზე გაიმართება. როგორც ღონისძიების ფეისბუკგვერდზე წერია, აქცია ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ისინი აქციით მოუწოდებენ მთავრობას, რომ საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი, ხოლო აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა.

აქციაზე იგეგმება შშმ პირების ეტლების განთავსება.

„აქციაზე პარლამენტის წინ განთავსდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში მოყვანილია მძღოლების მიერ საგზაო წესების დარღვევის სტატისტიკა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მძღოლების დაახლოებით 25%-ი (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც 11 წლის გოგო დაიღუპა, დედა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

ანა მებურიშვილი

კელი დეგნანი - ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

6 ივლისი, 2020 , 22:39

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შ

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

6 ივლისი, 2020 , 17:35

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა ა

საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

6 ივლისი, 2020 , 17:18

საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბი

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ

6 ივლისი, 2020 , 16:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრე

გიორგი გახარია აბიტურიენტებს მიმართავს - თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

6 ივლისი, 2020 , 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ

ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები

6 ივლისი, 2020 , 15:50

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე