უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2018 17:55
font-size

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. ამის შესახებ ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრისას გახდა ცნობილი.

„წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მესამე დღეა ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონის შესასვლელი აქვთ ბლოკირებული. აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს დღეს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა.

ამასთან, ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი აქციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ მათ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადეს. მძღოლები ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ და სთავაზობენ, კონსულტაციები ამის შემდეგ გაგრძელდეს.

“ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა და აქციის მონაწილეებს გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდა.

28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში

19 ოქტომბერი, 2018 , 18:13

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშ

კახა კალაძემ ოპონენტებს მოუწოდა, თბილისის სატრანსპორტო სტრატეგიას გაეცნონ და ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში, კომპანია MAN-ის კლიენტთა მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების დიზაინისა და ფერების შერჩევა ხდება. თბილისის მერმა MAN-ის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა და საზოგადოებას ავ

ყიფიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

19 ოქტომბერი, 2018 , 17:50

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს მშენებელი კომპანიის მიერ ხელახლა დაქირავებული კონსტრუქტორ-გეოლოგებისა და მოსახლეობის მიერ მოწვეული ექსპერტის დასკვნებს

ვითიბი ბანკის თასზე საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

13 -დან 16 ოქტომბრამდე თბილისში ვითიბი ბანკის თასზე, სპორტულ ტანვარჯიშში, საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. საქართველო აღნიშნულ ტურნირში ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით მონაწილეობდა, რომლებიც მთლიანად საქართველოს ნაკრების წ

საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ღია კარის დღე გაიმართა

19 ოქტომბერი, 2018 , 14:50

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ორგანიზებით სოციალური საწარმოების დაფინანსების კონკურსზე ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ესწრებოდა.&nb

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`