უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2018 15:35
font-size

აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა, ბიუჯეტში კი მხოლოდ 332 მილიონია შესული - გიორგი კაპანაძე

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, აზარტული თამაშების ბრუნვის მაჩვენებელმა 2017 წელს 5,6 მილიარდი შეადგინა და ის ყოველწლიურად 1 მილიარდამდე ლარით იზრდება.

აღნიშნულის ფონზე კი, კაპანაძის განმარტებით, ბიუჯეტში მიზერული თანხა - მხოლოდ 332 მილიონია შესული:

„ფაქტია, რომ ძალიან დაბალია მოსაკრებელი კაზინოებზე.მართალია, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამხელა ბრუნვის პირობებში აუცილებლად ამ ბიზნესმა გაცილებით მეტი უნდა გადაიხადოს. ფაქტობრივად უმნიშვნელოა ის გადასახადები, რომლებსაც იხდიან ონლაინ ზარტული თამაშები. ისეთ მიზერულ თანხებზეა საუბარი, რომ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ბიზნესი, რომელიც მაქსიმალურად იღებს თანხებს მოქალაქეებისგან და მიაქვს საკუთარ ჯიბეში. აზარტულ თამაშებში მოხვედრილი თანხები ფაქტობრივად მხოლოდ მიდის ამ კომპანიების მფლობელთა ჯიბეებში, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში რეგისტრირებული. ეს არის ბიზნესი, რომელიც ფაქტობრივად ეკონომიკაში ვერ ქმნის ვერაფერს, გარდა იმ მცირე სამუშაო ძალისა, რომელიც დასაქმებულია.

აქედან გამომდინარე, არაფრის თქმა და გაჩუმება ამ ბიზნესზე არის დანაშაულის ტოლფასი ხელისუფლების მხრიდან და იმედი მაქვს, ახალი პრემიერი გაამახვილებს ამაზე ყურადღებას“,-განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსაკრებელი უნდა გაიზარდოს, როგორც სათამაშო სახლების შემთხვევაში, ასევე ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესისთვისაც, ვინაიდან იგი დღესდღეობით საკმაოდ დაბალია და ბიზნესის ამ სექტორიდან ბიუჯეტი მიზერულ შემოსავლებს იღებს.
NS

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საბურთალოს რაიონში სხვადასხვა მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო. სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია

იუსტიციის სახლების კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა

18 სექტემბერი, 2018 , 17:35

იუსტიციის სახლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და დევნილი მოქალაქეებისათვის ახალი სერვისი დაინერგა. დღეიდან მათ საშუალება ექნებათ, საცხოვრებელი სახლის მიღებასთან, დევნილის სტატუსსა და შ

ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

18 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე თანამდებობიდან გადადგა. აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ალექსიძის გადადგომის მიზეზებს არ აკონკრეტებენ და განმარტავენ, რომ მან თანამდ

მსურს დავრჩე პატიმრობაში... - მირზა სუბელიანი მოსამართლეს

18 სექტემბერი, 2018 , 15:30

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა სურს და მოსამართლეს მიმართა: "საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია,

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`